—

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს ხვალ განიხილავს

82
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს ხვალ განიხილავს
მოსასმენად დააჭირეთ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 7 თებერვლის სხდომაზე სამი ოპოზიციონერი დეპუტატის - შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე…

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 7 თებერვლის სხდომაზე სამი ოპოზიციონერი დეპუტატის - შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს.

კომიტეტი ამავე სხდომაზე განიხილავს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის კახა კუჭავას წერილობით მიმართვას მანდატის შეწყვეტის თაობაზე.

აღნიშნული საკითხი კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად, 14-18 თებერვლის პლენარული სხდომების კვირაში გავა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, სადაც დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი უნდა განეხილათ, 31 იანვარს იყო ჩანიშნული, თუმცა კოვიდპანდემიის გამო კვორუმი არ შედგა და სხდომა გადაიდო.

დღის წესრიგში ნათელაშვილისა და ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დაყენებას კონსტიტუციისა და რეგლამენტის დათქმა იწვევს, რომლის მიხედვით, თუკი პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ორი დეპუტატი საშემოდგომო სესიის არცერთ სხდომას არ დასწრებია, ავტომატურად მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგება.

რაც შეეხება ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს ბადრი ჯაფარიძეს და მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, აქ განხილვის საგანია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →