—

აშშ-ს ელჩი - არ შეწყვიტოთ ძლიერი ინსტიტუტების მშენებლობა! საქართველოს მომავალი ძლიერ და ეკონომიკურად წარმატებულ დემოკრატიად ჩამოყალიბებაა - იმედი მაქვს, ამ გზავნილს რუსეთს გაუგზავნით

85
აშშ-ს ელჩი - არ შეწყვიტოთ ძლიერი ინსტიტუტების მშენებლობა! საქართველოს მომავალი ძლიერ და ეკონომიკურად წარმატებულ დემოკრატიად ჩამოყალიბებაა - იმედი მაქვს, ამ გზავნილს რუსეთს გაუგზავნით
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთი ახლა იმის უფლებასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, აქვთ თუ არა ქვეყნებს საკუთარი უსაფრთხოების პარტნიორების შერჩევის უფლება - საქართველოს სწორი პასუხი ძლიერი დემოკრატიის აშენებაა. არ გაჩერდეთ, არ შეწყვიტოთ ძლიერი…

რუსეთი ახლა იმის უფლებასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, აქვთ თუ არა ქვეყნებს საკუთარი უსაფრთხოების პარტნიორების შერჩევის უფლება - საქართველოს სწორი პასუხი ძლიერი დემოკრატიის აშენებაა. არ გაჩერდეთ, არ შეწყვიტოთ ძლიერი ინსტიტუტების მშენებლობა“,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „ხედვა ვაშინგტონიდან“ განაცხადა, სადაც განმარტა, რა არის საქართველოს როლი რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კრიზისის დროს.

როგორც დეგნანი აღნიშნავს, რუსეთი ძალის გამოყენებით ცდილობს უკან შეატრიალოს 30 წლის განმავლობაში მიღწეული სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა.

„ეს ჩვენი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფოკუსირებული მომენტია. რუსეთმა შექმნა ეს კრიზისი, რომლის დროსაც, ძალის გამოყენებით ცდილობს უკან შეატრიალოს 30 წლის განმავლობაში მიღწეული სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა. ამაზე საუკეთესო პასუხი ერთად დგომა და მკაფიო გზავნილია, რომ ჩვენ დავიცავთ ევროპული უსაფრთხოების პრინციპებს, რომლებმაც ეკონომიკური ზრდის და სტაბილურობის ხანგრძლივი პერიოდი მოგვიტანა. იმ დადებული პირობების შესრულების პერიოდი მოგვიტანა, როგორიც არის გაეროს კონვენცია, ჰელსინკის შეთანხმება, თუ ნატო-რუსეთის საბჭო. რუსეთის ლიდერები ამ პრინციპების შესრულებას დათანხმდნენ, მაგრამ ახლა ისინი მათ ძირს უთხრიან ძალის გამოყენების მუქარით. აქ სასწორზე, რა თქმა უნდა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობაა. საქართველომ უკვე გამოცადა რუსეთის მიერ ამ პრინციპის გათელვა. რუსეთი ახლა იმის უფლებასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, აქვთ თუ არა ქვეყნებს საკუთარი უსაფრთხოების პარტნიორების შერჩევის უფლება, უკრაინის და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების უფლება 

საუკეთესო პასუხი ერთიანი მიდომის შემუშავებაა იმ პრინციპების დასაცავად, რომლებზეც ჩვენი ცხოვრების სტილია დაფუძნებული, რომლებსაც ასე ვუფრთხილდებოდით.

ჩემი აზრით, საქართველოს სწორი პასუხი ძლიერი დემოკრატიის აშენებაა. არ გაჩერდეთ, არ შეწყვიტოთ ძლიერი ინსტიტუტების მშენებლობა იმ მესიჯის გასაგზავნად, რომ საქართველოს მომავალი ძლიერ და ეკონომიკურად წარმატებულ დემოკრატიად ჩამოყალიბებაა. იმედი მაქვს, საქართველო ამ გზავნილს რუსეთს ხმამაღლა გაუგზავნის“,-აღნიშნავს კელი დეგნანი.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →