—

გიული ალასანია - ბევრი ქვეყნის ყურადღება საქართველოსკენ არის, ზოგი მიშას გაყვანას ითხოვს, ჩვენ ვუმკურნალებთო, რუსთავის ციხეში კი გამოკვლევაც არ ჩატარებია

85
გიული ალასანია - ბევრი ქვეყნის ყურადღება საქართველოსკენ არის, ზოგი მიშას გაყვანას ითხოვს, ჩვენ ვუმკურნალებთო, რუსთავის ციხეში კი გამოკვლევაც არ ჩატარებია
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში გამოკვლევები ჯერ არ ჩატარებია.

როგორც გიული ალასანია განმარტავს, ადამიანის სიცოცხლისადმი ასეთი დამოკიდებულება დიდი შეცდომაა. ამასთან ალასანია აღნიშნავს, რომ შედარებით კარგი დამოკიდებულება გორში იყო, სადაც ექიმს უშვებდნენ.

„დიდი შეცდომაა მათთვისაც ასეთი დამოკიდებულება ადამიანის სიცოცხლისადმი. ბოლოს და ბოლოს ყოფილი პრეზიდენტია. ძალიან ბევრი ქვეყნის ყურადღება აქეთ არის. ამ პროცესში არიან ჩართულები. ზოგი მის გაყვანას ითხოვს, ჩვენ მივხედავთ, ვუმკურნალებთო. მარტო მკურნალობაზე არ არის ლაპარაკი, ფაქტობრივად, გამოკვლევაც არ ჩატარებია. შედარებით კარგი დამოკიდებულება იყო პირველად გორში რომ აღმოჩნდა, სადაც უშვებდნენ ექიმს. იქ იყო რამდენიმე ეპიზოდი, როდესაც დაჭირდა ჩარევა და აღმოუჩინეს დახმარება. ეს მდგომარეობა, რომელიც გორის შემდეგ დაიწყო, ყველასთვის გაუგებარია“,- განმარტავს გიური ალასანია „მთავარ არხთან“.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →