—

"სირცხვილიამ" პრემიერ მინისტრს ბილეთი უყიდა

37
"სირცხვილიამ" პრემიერ მინისტრს ბილეთი უყიდა
მოსასმენად დააჭირეთ

მოძრაობა "სირცხვილიამ" ღარიბაშვილს ქუთაისი-კიევის მიმართულებით ავიაბილეთი უყიდა.

მოძრაობა "სირცხვილიამ" ღარიბაშვილს ქუთაისი-კიევის მიმართულებით ავიაბილეთი უყიდა.

InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ "სირცხვილიამ" სოციალურ ქსელში დაწერა.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს,

ბატონო ირაკლი,

სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” დარწმუნებულია, რომ თქვენ მიერ უკრაინაში ვიზიტისგან თავშეკავების არაერთი სერიოზული მიზეზი არსებობს, მაგალითად: საქართველოში არსებული ეკონომიკური სიდუხჭირე, მთავრობის ხარჯების შემცირების პოლიტიკა 2022 წლისთვის და რაც მთავარია, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა კოვიდინფიცირების ფონზე.

ვითვალისწინებთ რა ზემოთ ჩამოთვლილ გარემოებებს, სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიამ” მიიღო გადაწყვეტილება, ორგანიზაციული სახსრებით დააფინანსოს თქვენი მგზავრობა ქუთაისი-კიევის მიმართულებით. თქვენი 5-დღიანი იზოლაციისა და შემდგომი კოვიდ-რეაბილიტაციის ვადების გათვალისწინებით, ქუთაისი-კიევის მიმართულებით შესყიდული იქნა 2022 წლის 10 თებერვლის ავიაბილეთი.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის აეროპორტში ჩასხდომის დროა 04:05 საათი, ტრანზიტი ლატვიაში (რიგის საერთაშორისო აეროპორტი) - 06:10 საათი, ხოლო ჩაფრენა დანიშნულების ადგილას - 01:05 საათი.

გამგზავრებისთვის დაგჭირდებათ Covid-19 სერთიფიკატი (მწვანე პასპორტი) ან ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.

ბილეთის ელექტრონული ვერსია გამოგზავნილია თქვენს პირად ელექტრონულ მისამართზე. საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაცია მზად არის პირადად გადმოგცეთ ბილეთი"- წერს სირცხვილიამ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →