—

ლევან იოსელიანი - შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც პოლიტიკური ჯგუფები შევაფასებთ სასამართლოში გატარებულ რამდენიმე ტალღიან რეფორმას და დავდებთ ჩვენეულ შეფასებას და ხედვას

28
ლევან იოსელიანი - შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც პოლიტიკური ჯგუფები შევაფასებთ სასამართლოში გატარებულ რამდენიმე ტალღიან რეფორმას და დავდებთ ჩვენეულ შეფასებას და ხედვას
მოსასმენად დააჭირეთ

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები სასამართლო სისტემაში გატარებულ რამდენიმე ტალღიან რეფორმას შეაფასებენ და სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილავენ. აღნიშნულის შესახებ…

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები სასამართლო სისტემაში გატარებულ რამდენიმე ტალღიან რეფორმას შეაფასებენ და სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილავენ. აღნიშნულის შესახებ "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე სპიკერმა ლევან იოსელიანმა ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სამუშაო ჯგუფში თითო პარტიიდან ორი ან ერთი დეპუტატი იქნება წარმოდგენილი.

„ამ ეტაპზე შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც ჩვენ, პოლიტიკური ჯგუფები შევაფასებთ სასამართლოში გატარებულ რამდენიმე ტალღიან რეფორმას და დავდებთ ჩვენეულ შეფასებას და ხედვას. დაახლოებით თვის ბოლოს, ამ შეფასებებზე დაყრდნობით, ალბათ დავიწყებთ მსჯელობას, რა არის გამოსავალი. ფაქტია, ყველა სხვადასხვანაირად ვუყურებთ სასამართლოში ჩატარებულ რეფორმას, ვიღაც წარმატებულად თვლის, ვიღაც სრულ კრახად, ვიღაცას სხვა აზრი აქვს, ამაზე შევთანხმდით, რომ ამ ტიპის შეფასებებს ყველა პოლიტიკური პარტია თუ ჯგუფი თვითონ მოამზადებს და მერე განვიხილავთ ერთად ამ შეფასებებს.

დაინიცირებულია საკმაოდ დიდი პაკეტი ცვლილებების "ლელოს", გახარიას პარტიის, მმართველი გუნდის მიერ, ამაზე მიდის მსჯელობა, გაჩერდება თუ არა მათი განხილვა, მაგრამ ლოგიკურია, რომ შეფასების დოკუმენტი იქნება წინაპირობა, როგორი ცვლილებები გატარდება საბოლოოდ,"- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისათვის, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატები კონსულტაციებისთვის პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის კაბინეტში შეიკრიბნენ და სასამართლო სისტემის რეფორმირებისა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის გეგმაზე მსჯელობენ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →