—

ქვემო ქართლის რეგიონში 100 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიციის განხორციელება იგეგმება

25
ქვემო ქართლის რეგიონში 100 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიციის განხორციელება იგეგმება
მოსასმენად დააჭირეთ

ქვემო ქართლის რეგიონში 100 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, საიდანაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დაახლოებით 13 მილიონი ლარის სარგებელს მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლში…

ქვემო ქართლის რეგიონში 100 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, საიდანაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დაახლოებით 13 მილიონი ლარის სარგებელს მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მოადგილეებთან და სამხარეო ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორს, გიორგი ჩიქოვანს და პროექტების განვითარების დეპარტამენტის უფროსს, ნუგზარ ხაინდრავას შეხვდა.

ამასთან, სამხარეო ადმინისტრაციაში მიმდინარე განხილვისას მხარეებმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი, მზის ელექტროსადგურის პროექტის შესახებ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით მომზადებული კვლევები განიხილეს.

„მხარის პირველმა პირმა ყურადღება გაამახვილა რეგიონში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისა და ენერგიის ალტერნატიული წყაროების შექმნის აუცილებლობაზე, თუმცა, მისივე განმარტებით, უმნიშნელოვანესია პროექტების განხორციელების პროცესში მოსახლეობისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.

აღსანიშნავია, რომ 100 მგვტ. მზის ელექტროსადგურის მშენებლობა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ სამგორში, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის და არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგის „მუბადალას“ წევრი კომპანია „მასდარის“, ერთობლივი ძალისხმევით იგეგმება. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება: 80 – 100 მლნ. აშშ. დოლარია, გათვალისწინებულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, დაიგეგმა სამომავლოდ, ერთობლივად განსახორციელებელი ღონისძიებები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →