—

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

34
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მესამე პრეზიდენტის პროცესის პარალელურად საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე შეკრებილი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ციხე რაც შეიძლება სწრაფად…

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მესამე პრეზიდენტის პროცესის პარალელურად საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე შეკრებილი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ციხე რაც შეიძლება სწრაფად უნდა დატოვოს. 

"მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც თავის გუნდთან ერთად მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და შექმნა ქართული სახელმწიფო. მათ შორის არის ადამიანი, რომელმაც იცის რა ვერ გაკეთდა იმ წლებში და რა უნდა გაკეთდეს. აქვს ძალიან ბევრი კონტაქტი, ძალიან ბევრი შესაძლებლობა იმისა, რომ შეიტანოს წვლილი ქვეყნის განვითარებაში, ასეთი ადამიანი ჰყავს დღეს "ოცნებას" დაპატიმრებული", - თქვა აკაკი მინაშვილმა. 

ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილისა და პუტინის პირადი პატიმარია.

სასამართლოს ეზოში მობილიზებულია პოლიციაც.

ცნობისთვის, საზღვრის კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი იწყება. პროცესს თავად მესამე პრეზიდენტიც დაესწრება.

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →