—

მარნეულის იუსტიციის სახლში განვითარებულ მოვლენებს მირთაღი ასადოვმა კომენტარი გააკეთა: „ეს არის სრული დისკრიმინაცია“.

211
მარნეულის იუსტიციის სახლში განვითარებულ მოვლენებს მირთაღი ასადოვმა კომენტარი გააკეთა: „ეს არის სრული დისკრიმინაცია“.
მოსასმენად დააჭირეთ

„იუსტიციის სახლში მომხდარი ამბავი დისკრიმინაციის მანიშნებელია“

„იუსტიციის სახლში მომხდარი ამბავი დისკრიმინაციის მანიშნებელია“

ამუს შესახებ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარემ შეიხ მირთაგი ასადოვმა InterPress.ge-ს იუსტიციის სახლში არსებული პრობლემის შესახებ განუცხადა.

„შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის კარგი, რადგან რეგიონში მოსახლეობის უმეტესობა აზერბაიჯანელია, ამიტომ სამთავრობო უწყებებმა ეს უნდა გაითვალისწინონ, როგორ შეიძლება იუსტიციის სახლის წარმომადგენლებმა თქვან ასეთი რამ. მომსახურება არის რუსულად და ინგლისურად, მაგრამ არა აზერბაიჯანულად. კონსტიტუციაში ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ოფიციალური ენა არის ქართული, მეორე ენა არის აფხაზური, მაგრამ ისიც ვიცით, რომ საერთაშორისო დოკუმენტებში საქართველომ აიღო ვალდებულება ეთნიკური უმცირესობების ენის მიმართ. მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის დაცული. როგორ შეიძლება რუსული იყოს სახელმწიფო ენა? სამთავრობო უწყებები ფრთხილად უნდა იყვნენ ამ საკითხში, ეს ყოველთვის პრობლემა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ რუსული საერთაშორისო ენად არის მიღებული მსოფლიოში, ის არ არის ოფიციალური ენა ჩვენს ქვეყანაში.
არასოდეს არ არის უკანონო პასუხის გაცემა და მომხმარებლების ინფორმირება მშობლიურ ენაზე. ჩვენ მრავალეროვნული ქვეყანა ვართ და ყველას ენა უნდა იყოს გათვალისწინებული. საპასუხოდ ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ აკრძალულია მშობლიურ ენაზე პასუხის გაცემა, რაც სრულიად დისკრიმინაციულია. ეს მიუღებელია და ეწინააღმდეგება კანონს“, - განაცხადა მირტაღი ასადოვმა.

აღსანიშნავია, რომ 2 თებერვალს მარნეულის იუსტიციის სახლში აზერბაიჯანული ოპერატორის მიერ აზერბაიჯანულ ენაზე სერვისის არ მიწოდების გამო პრობლემა შეიქმნა.
აგაევის თქმით, მან  მიმართა იუსტიციის სახლს COVID პასპორტის მისაღებად. მან არ იცოდა ქართული და სურდა იუსტიციის სახლის ეთნიკურად აზერბაიჯანელ თანამშრომელს აზერბაიჯანულად ესაუბრა. თუმცა, იუსტიციის სახლის თანამშრომელმა მ. აგაევს რუსულად უპასუხა და უთხრა რომ მას იუსტიციის სახლში აზერბაიჯანულ ენაზე საუბრის უფლება არ აქვს.

იუსტიციის სამინისტრომ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ოპერატორებს არ უწევთ მომსახურების გაწევა აზერბაიჯანულ ენაზე და სერვისები არსებობ ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →