—

მერიის ინფორმაციით, კახა კალაძე და მისი ადმინისტრაცია არსად გადასვლას არ გეგმავს, თუმცა ახალ შენობაში, რომელიც გაბრიელ სალოსის გამზირზე აშენდება, გარკვეული სამსახურები განთავსდება

22
მერიის ინფორმაციით, კახა კალაძე და მისი ადმინისტრაცია არსად გადასვლას არ გეგმავს, თუმცა ახალ შენობაში, რომელიც გაბრიელ სალოსის გამზირზე აშენდება, გარკვეული სამსახურები განთავსდება
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისის მერიის ადმინისტრაცია არსად გადასვლას არ გეგმავს, - ამის შესახებ განცახდებას დედაქალასის მერია ავრცელებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების…

თბილისის მერიის ადმინისტრაცია არსად გადასვლას არ გეგმავს, - ამის შესახებ განცახდებას დედაქალასის მერია ავრცელებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

„საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, გვინდა გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერია ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას იწყებს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის მერიის ადმინისტრაცია არსად გადასვლას არ გეგმავს. გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

აქვე განვმარტავთ, თბილისის მერიის დაკვეთით, მიმდინარეობს 63 მუნიციპალიტეტის მონაცემთა ცენტრის განსათავსებელი შენობის, საგენერატოროების და ერთი ოფისის პროექტირება.

აღნიშნული შენობა უნდა აშენდეს თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე, სადაც მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო, მუნიციპალური ინსპექცია, თბილისის განვითარების ფონდი და თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახური უნდა განთავსდეს.

ზემოთჩამოთვლილი მუნიციპალური უწყებები დღესდღეობით განთავსებულია სხვადასხვა მისამართზე“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →