—

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია

36
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია
მოსასმენად დააჭირეთ

ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსმა - ვაჰე ღაზარიანმა უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა…

ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსმა - ვაჰე ღაზარიანმა უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დაწყებამდე, ვახტანგ გომელაურმა, დელეგაციის წევრებთან და სომხეთის პოლიციის უფროსთან ერთად, გვირგვინით შეამკო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების მემორიალური კედელი.

ამასთან, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკაში შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად იმყოფებიან მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე, მინისტრის მოადგილეები - იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი.

„ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარებისათვის მზაობა გამოთქვეს. ვახტანგ გომელაურმა და ვაჰე ღაზარიანმა დარგობრივ რეფორმებზე, მიმდინარე პროექტებზე, საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სომხეთის ახლად შექმნილ საპატრულო სამსახურს წარმატებები უსურვა.

შეხვედრის დასასრულს, სომხეთის პოლიციის უფროსის - ვაჰე ღაზარიანის ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი -  ვახტანგ გომელაური  და საქართველოს დელეგაციის წევრები დაჯილდოვდნენ მედლით - „თანამშრომლობის გაძლიერებისათვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →