—

თინა ბოკუჩავა - სვენ მიქსერთან ვისაუბრეთ იმაზე, რომ თუ საქართველოს სურს ევროკავშირის წევრობა, ეს ვერ მოხდება იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ინსტიტუტები უზურპირებულია და გვყავს პოლიტიკური ტყვეები

64
თინა ბოკუჩავა - სვენ მიქსერთან ვისაუბრეთ იმაზე, რომ თუ საქართველოს სურს ევროკავშირის წევრობა, ეს ვერ მოხდება იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ინსტიტუტები უზურპირებულია და გვყავს პოლიტიკური ტყვეები
მოსასმენად დააჭირეთ

სვენ მიქსერთან შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, რომ თუ საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი და ოფიციალური განაცხადი გააკეთოს 2024 წელს, ეს ვერ მოხდება იმ პირობებში, როცა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი უზურპირებულია და…

სვენ მიქსერთან შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, რომ თუ საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი და ოფიციალური განაცხადი გააკეთოს 2024 წელს, ეს ვერ მოხდება იმ პირობებში, როცა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი უზურპირებულია და გვყავს პოლიტიკური ტყვეები, პირველ რიგში ვგულისხმობ პრეზიდენტს სააკაშვილს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელ სვენ მიქსერთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სვენ მიქსერს დემოკრატიულ გამოწვევებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.

„საქართველოს ყველა დასავლელი პარტნიორი თვლის, რომ რეზოლუცია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" მიიღო ერთპარტიულად, იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იმისთვის, რომ პარლამენტს ამ მნიშვნელოვან საკითხზე მაინც ესაუბრა ერთი ხმით, რადგან არის საკითხები, რომელიც ზეპარტიულია, მაგრამ სამწუხაროდ, ეს შესაძლებლობაც ხელიდან გაუშვა "ქართულმა ოცნებამ". ეს ესმით დასავლელ პარტნიორებს. ასევე სვენ მიქსერს ვესაუბრეთ იმ დემოკრატიულ გამოწვევებთან დაკავშირებით, როგორიც არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, მუდმივი თავდასხმა ომბუდსმენის ინსტიტუტზე,"- განაცხადა ბოკუჩავამ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →