—

ელენე ხოშტარია - უფლებების დარღვევა, რაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდება, არავის არ უნდა აძლევდეს მოსვენებას

37
ელენე ხოშტარია - უფლებების დარღვევა, რაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდება, არავის არ უნდა აძლევდეს მოსვენებას
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ მოინახულა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ მოინახულა.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ის „უფლებების დარღვევა, რაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდება, არავის მოსვენებას არ უნდა აძლევდეს“ და წარმოუდგენელია, რომ მსგავსი კანონდარღვევები ხდება, მით უმეტეს, ყოფილი პრეზიდენტის მიმართ.

,,მასთან კომუნიკაცია რეგულარულად მაქვს. ექიმი არ ვარ, მაგრამ კვალი შიმშილობის თუ არაადამიანური მოპყრობის, რომელშიც იმყოფებოდა და იმყოფება კვლავ არის და ასევე პრობლემები გრძელდება კვებასთან დაკავშირებით. ამაზე ალბათ, ექიმებმა უკეთ უნდა ისაუბრონ, თუმცა სამწუხაროდ, აქაც მისი უფლებები ირღვევა და მათ სააკაშვილთან კომუნიკაციის საშუალება არ აქვთ“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

დღეს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა მისი უფლებადამცველი დიმიტრი საძაგლიშვილიც.

ადვოკატის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტს კვლავ არ ეძლევა ადეკვატური მკურნალობის მიღების შესაძლებლობა და მის პირად ექიმს რუსთავის ციხეში არ უშვებენ.

,,არსებობს არაერთი, მათ შორის სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა, რომ პრეზიდენტს უნდა ჩაუტარდეს გარკვეული სახის სამედიცინო სერვისები. ამ სერვისების ჩატარება რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შეუძლებელია და ამის საჭიროება ბუნებრივია ხელისუფლების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებით არის გამოწვეული“, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →