—

პაატა მანჯგალაძე - არსებობს მტკიცებულებები, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა, რამდენად ჰქონდა წამებას ადგილი, ეს საგამოძიებო კომისიამ უნდა დაადგინოს

99
პაატა მანჯგალაძე - არსებობს მტკიცებულებები, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა, რამდენად ჰქონდა წამებას ადგილი, ეს საგამოძიებო კომისიამ უნდა დაადგინოს
მოსასმენად დააჭირეთ

ვფიქრობ, არსებობს მტკიცებულებები, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა, რამდენად ჰქონდა წამებას ადგილი, ეს უნდა დაადგინოს საგამოძიებო კომისიამ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის"…

ვფიქრობ, არსებობს მტკიცებულებები, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა, რამდენად ჰქონდა წამებას ადგილი, ეს უნდა დაადგინოს საგამოძიებო კომისიამ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის ასევე ვერ ხედავს პრობლემას, რომ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი გამოიკითხოს.

"მე მხარს ვუჭერ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას, რადგან ვფიქრობ, არსებობს შესაბამისი დასაბუთებული მტკიცებულებები, რომ მის წინააღმდეგ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა, რამდენად ჰქონდა წამებას ადგილი ეს უნდა დაადგინოს საგამოძიებო კომისიამ. ამაზე საუბრობენ არა მხოლოდ პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, ეს დაადგინა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა და მისი უფლებების დარღვევის შესახებ ისაუბრა ომბუდსმენმა. ჩემთვის ამ ორი უწყების მოწოდებული ინფორმაცია საკმარისია, რომ თანხმობა განვაცხადო კომისიაზე. როგორც წარიმართება კომისიის მუშაობა და რა როლი ექნება „სტრატეგია აღმაშენებელს“, ამაზე გვჭირდება მეტი ინფორმაცია საკითხის ინიციატორისგან, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მოწვევასთან დაკავშირებითაც,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

lpn

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →