—

კახა კალაძე - ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტის ღირებულება არა 150, არამედ 40 ლარია

24
კახა კალაძე - ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტის ღირებულება არა 150, არამედ 40 ლარია
მოსასმენად დააჭირეთ

150 ლარი ღირს არა ერთთვიანი, არამედ 6-თვიანი აბონემენტი - ასეთი დეზინფორმაციების გავრცელება, ვფიქრობ, მიზანმიმართულად ხდება, რომ რაც შეიძლება მეტი ნიჰილიზმი დაითესოს საზოგადოებაში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა…

150 ლარი ღირს არა ერთთვიანი, არამედ 6-თვიანი აბონემენტი - ასეთი დეზინფორმაციების გავრცელება, ვფიქრობ, მიზანმიმართულად ხდება, რომ რაც შეიძლება მეტი ნიჰილიზმი დაითესოს საზოგადოებაში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და თბილისის მერიის დისკრედიტაციას ემსახურება.

„გუშინ ერთ-ერთ ტელეარხზე ჩვენ ვიხილეთ სიუჟეტი, სადაც მიზანმიმართული მცდელობაა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. კონკრეტული ტელეარხის ჟურნალისტი მიდის ადამიანებთან და ეკითხება, აქვთ თუ არა მათ საშუალება, ერთთვიან აბონემენტში გადაიხადონ 150 ლარი. მე არ ვიცი, ეს ჟურნალისტის მხრიდან შეცდომა იყო თუ არა, რადგან თქვენ იცით, რომ 150 ღირს არა ერთთვიანი, არამედ 6-თვიანი აბონემენტი. ასეთი დეზინფორმაციების გავრცელება, ვფიქრობ, მიზანმიმართულად ხდება, რომ რაც შეიძლება მეტი ნიჰილიზმი დაითესოს საზოგადოებაში“, - განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის მერმა გადახდის ახალ სისტემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტისგან მხარდაჭერის საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის ძველი შეღავათიანი ტარიფი კვლავ ძალაში რჩება.

„რაც შეეხება გადახდის ახალ სისტემას, რომელიც პირველი თებერვლიდან ამოქმედდა, დღეისათვის უკვე გაყიდულია 15 000 აბონემენტი. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ის საშეღავათო პირობები, რომელიც გვქონდა გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის, იმ ოჯახებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ, ძალაში რჩება ამ ახალი სისტემის პირობებშიც. ვინც სარგებლობდა შეღავათებით და იხდიდა 10, 20 თეთრს ან მგზავრობდა უფასოდ, მაგრამ მიკროავტობუსში უწევდა 80 თეთრის გადახდა. პირველი თებერვლიდან ჩვენ გვაქვს ინტეგრირებული სისტემა და ამ მოქალაქეებს მიკროავტობუსის მგზავრობის დროსაც აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ იმავე შეღავათით. დაახლოებით, 450 000 პირი სარგებლობს შეღავათით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

lpn

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →