—

გურამ მაჭარაშვილი - თუ ოპოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას შექმნის, „ქართული ოცნება“ მის მუშაობაში ჩაერთვება, რათა საზოგადოებას სიმართლე ვაჩვენოთ

24
გურამ მაჭარაშვილი - თუ ოპოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას შექმნის, „ქართული ოცნება“ მის მუშაობაში ჩაერთვება, რათა საზოგადოებას სიმართლე ვაჩვენოთ
მოსასმენად დააჭირეთ

თუ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას შექმნიან, მასში მონაწილეობას მივიღებთ, რომ საზოგადოებას სიმართლე კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერენ, თუმცა თუ ის შეიქმნება, ისინი კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან.

„თუ საგამოძიებო კომისიას შექმნიან, ბუნებრივია, კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ სიმართლეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ამ თვალსაზრისით სიახლე არაფერი იქნება. რადიკალურ ოპოზიციას უნდა, ეს ინსტრუმენტი იმისთვის გამოიყენოს, რომ როგორმე პოლიტიკურ ზედაპირზე იყოს, ამას მეტი მიზანი არ გააჩნია. ჩვენ არ ვთვლით, რომ კომისია საჭიროა. თუ ისინი კომისიის შექმნას საჭიროდ თვლიან, ამის გაკეთების საშუალება აქვთ,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →