—

უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტს მხარდაჭერისა და უკრაინისადმი სოლიდარობისთვის მადლობას უხდის

31
უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტს მხარდაჭერისა და უკრაინისადმი სოლიდარობისთვის მადლობას უხდის
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ოლექსანდ მერეჟკო საქართველოს პარლამენტს მხარდაჭერისა და უკრაინისადმი სოლიდარობისთვის მადლობას უხდის.

ოლექსანდ მერეჟკო უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ხელაშვილის „ტვიტერის“ პოსტს ეხმაურება.

„დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერისა და უკრაინისადმი სოლიდარობისთვის“, – წერს უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.

საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის ტექსტი, რომელიც პარლამენტში მიიღეს, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ იყო წარდგენილი. დოკუმენტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრების – გიორგი ხელაშვილის, მაკა ბოჭორიშვილის, ლევან ქარუმიძის, გივი მიქანაძის და თამარ ტალიაშვილის მიერ არის შემუშავებული. ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველო გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული.

1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →