—

რადაში გაშალეს სხვადასხვა ქვეყნის დროშა, ტრიბუნაზე არ არის საქართველოს დროშა - დეკანოიძე

106
რადაში გაშალეს სხვადასხვა ქვეყნის დროშა, ტრიბუნაზე არ არის საქართველოს დროშა - დეკანოიძე
მოსასმენად დააჭირეთ

რადაში, პრეზიდენტს ზელენსკის გამოსვლის შემდეგ, დეპუტატებმა ყველა იმ ქვეყნის დროშა გამოფინეს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას, თუმცა მათ შორის არ იყო საქართველოს დროშა. ინფორმაცია და ფოტო ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარემ…

რადაში, პრეზიდენტს ზელენსკის გამოსვლის შემდეგ, დეპუტატებმა ყველა იმ ქვეყნის დროშა გამოფინეს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას, თუმცა მათ შორის არ იყო საქართველოს დროშა.  ინფორმაცია და ფოტო ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან  გაავრცელა. 

პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლის შემდგ, მთელი უკრაინის დეპუტაცია გამოვიდა ტრიბუნასთან, გაშალეს სხვადასხვა ქვეყნის დროშები, მათ შორის, აშშ-ს, ბრიტანეთის და იცით, რომ უკრაინა ბრიტანეთი და პოლონეთი ახალ ალაინსს აფუძნებენ. აქ არის კანადის, ევროკავშირის, თურქეთის, ყველა იმ სახელმწიფოს დროშები, ვინც მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ტრიბუნაზე არ არის საქართველოს დროშა გაშლილი. საქართველოს დროშა, რომელიც ერთ ერთი ყველაზე მჭიდრო პარტნიორი უნდა იყოს უკრაინისთვის"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

უკრაინის პრეზიდენტი  ვოლოდიმერ ზელინსკი  რადაში სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, უკრაინა მადლობელია საერთაშორისო პარტნიორებისა და მოკავშირეების, რომლებიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერენ. 

სესიის დასასრულს უკრაინელმა დეპუტატებმა დარბაზში მოკავშირეების დროშები გამოფინეს და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

TV pirveli

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →