—

გრიგოლ ვაშაძე - რეზოლუციის ტექსტი ის ტექსტი არ არის, რითაც პარლამენტი დღევანდელ სიტუაციაში უნდა გამოდიოდეს - ყველას ყელში ამოუვიდა რუსული იმპერიალიზმი!

127
გრიგოლ ვაშაძე - რეზოლუციის ტექსტი ის ტექსტი არ არის, რითაც პარლამენტი დღევანდელ სიტუაციაში უნდა გამოდიოდეს - ყველას ყელში ამოუვიდა რუსული იმპერიალიზმი!
მოსასმენად დააჭირეთ

რეზოლუციის ეს ტექსტი ის ტექსტი არ არის, რითაც საქართველოს პარლამენტი დღევანდელ სიტუაციაში უნდა გამოდიოდეს - თუ რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია არ იქნება, ეს რუსულად აბსოლუტურად ცალსახად გადაითარგმნება, - აღნიშნული…

რეზოლუციის ეს ტექსტი ის ტექსტი არ არის, რითაც საქართველოს პარლამენტი დღევანდელ სიტუაციაში უნდა გამოდიოდეს - თუ რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია არ იქნება, ეს რუსულად აბსოლუტურად ცალსახად გადაითარგმნება, - აღნიშნული განცხადება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

ვაშაძემ უმრავლესობას რეზოლუციის პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანამდე მისი კორექტირება შესთავაზა.

„2010 წელს, როცა უკრაინაში იანუკოვიჩის ხელისუფლება მობრძანდა, 10 ივლისს ჩემმა მეგობარმა დამირეკა, რომელიც მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მან მითხრა, რომ იმ 12 მოთხოვნაში, რაც რუსებმა გამოაგორეს, იყო მოთხოვნა, გაეროში ჩვენი რეზოლუციის მხარდაჭერის შეწყვეტის შესახებ. შეწყვიტეს! ჩემი თხოვნა იყო: - თავი არ შეიკავოთ, საერთოდ არ მიხვიდეთ ხმის მიცემაზე! რითი დაამთავრა უკრაინამ სიმბოლურ აქტებში არმონაწილეობა, კარგად ვიცით. მე აღნიშნულ რეზოლუციას ვერც ერთ შემთხვევაში მხარს ვერ დავუჭერ. ვერც წინააღმდეგ მივცემ ხმას - როგორი უსუსურიც არ უნდა იყოს ტექსტი, უარაინის მხარდამჭერი რეზოლუციის წინააღმდეგ ხმას ვერ მივცემ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძე დეპუტატ ფრიდონ ინჯიას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, დასავლეთმა უკრაინა გაწირა. როგორც ვაშაძემ ინჯიას პასუხად აღნიშნა, დღეს უკრაინის მიმართ დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერა რომ არ იყოს, რუსეთს ხარკოვი, პოლტავა, დნეპრი და კიევის გარეუბნები უკვე აღებული ექნებოდა.

“დიდი სისხლის ფასად, მაგრამ აღებული! ყველას ყელში ამოუვიდა რუსული იმპერიალიზმი“, - დასძინა გრიგოლ ვაშაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში უკრაინასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის განხილვა მიმდინარეობს

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →