—

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი - თბილისში კიევიდან ჩამოვფრინდი, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, არ შემომიშვას ქვეყანაში

85
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი - თბილისში კიევიდან ჩამოვფრინდი, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, არ შემომიშვას ქვეყანაში
მოსასმენად დააჭირეთ

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი აცხადებს, რომ კიევიდან თბილისში ჩამოფრინდა, მაგრამ არ შემოუშვეს.

“თბილისში კიევიდან ჩამოვფრინდი აქტივისტებთან შესახვედრად. მაქვს მოწვევა. საზღვარზე მითხრეს, რომ უკან, კიევში გამადეპორტებენ. სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, არ შემომიშვას ქვეყანაში, იმის მიუხედავად, რომ ბევრი შეხვედრა მქონდა დაგეგმილი”, - აცხადებს პოლიტიკოსი მიმართვაში, რომელიც „ფეისბუქზე“ გაავრცელა.

გუდკოვის თქმით, გადახდილი ჰქონდა როგორც სასტუმროს, ისე უკან გასამგზავრებელი ბილეთის საფასური.

“ეს არ არის პირველი შემთხვევა. როგორც ვიცი, არცთუ დიდი ხნის წინ აქედან ლიუბოვ სობოლიც დაადეპორტეს, არ შემოუშვეს. მეგობრებო, უცნაური რაღაცები ხდება საქართველოში”, - განაცხადა გუდკოვმა.

ამასთან, პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი დეპორტაციის გადაწყვეტილება სახელმწიფოს დონეზე მიიღეს.

„სახელმწიფო დონეზე მიიღეს გადაწყვეტილება ჩემი კიევში დეპორტაციის შესახებ. გადაწყვეტილება პოლიტიკურია. ჩემი ვიზიტის შესახებ ყველა გააფრთხილეს, ოფიციალური მოწვევით ჩამოვედი. დაგეგმილი იყო შეხვედრები აქტივისტებთან და დიპლომატებთან. ახსნა-განმარტებები არ არის, მხოლოდ მესაზღვრეების თანაგრძნობის გამომხატველი ჟესტები. ყველას ესმის, მაგრამ...“- წერს დმიტრი გუდკოვი.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →