—

დღეს პარლამენტში ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ

35
დღეს პარლამენტში ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ
მოსასმენად დააჭირეთ

დღეს კანონმდებლები პარლამენტის წევრების - შალვა ნათელაშვილისთვის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე განხილვის შემდეგ, საკითხი საგაზაფხულო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზე გავა.

რაც შეეხება მანდატების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვის მიზეზებს - ხოშტარია და ნათელაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტში სხდომებს არ დაესწრებიან. ვინაიდან, ბოიკოტთან დაკავშირებით, მათ განაცხადი დაწერილი არ ჰქონდათ, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, გაცდენები არასაპატიოა. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენია კანონიერ ძალაში შესული.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →