—

ხმაური ბაკურიანში - ოპოზიციის წევრები ნუნუკა თამაზაშვილისთვის გადაცემულ ტყეში არ შეუშვეს

61
ხმაური ბაკურიანში - ოპოზიციის წევრები ნუნუკა თამაზაშვილისთვის გადაცემულ ტყეში არ შეუშვეს
მოსასმენად დააჭირეთ

ბაკურიანში ხმაური და დაპირისპირებაა. ოპოზიცია, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისთვის მიწების გადაფორმებას აპროტესტებს, ადგილზე ჩავიდა. ოპოზიციის წევრები იმ ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის…

ბაკურიანში ხმაური და დაპირისპირებაა.  ოპოზიცია, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისთვის მიწების გადაფორმებას აპროტესტებს, ადგილზე ჩავიდა. ოპოზიციის წევრები იმ ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ცოლს გადაეცა, თუმცა მათ პოლიციის კორდონი დახვდათ. პოლიციასთან ერთად "ქართულმა ოცნებამ" ადგილობრივები მოაბილიზა, რომლებიც ოპოზიციის წევრებს და ჟურნალისტებსაც დაუპირისპირდნენ. 

პოლიციის კორდონი დაგვხვდა, ხედავთ რომ პოლიციას გადაკეტილი აქვთ გზა. ტყეში გვინდოდა მისვლა, ის ტერიტორია რაც გადასცეს ნუნუკა თამაზაშვილს.  იცავენ ღარიბაშვილის ქონებას. ვისგან იცავენ, უდიდესი ტრაგედიაა თვითონ მშიერი ხალხია. პოლიციასთან ერთად მოიყვანეს ეს ხალხი.ეს არის ღარიბაშვილის სახე. მათ აინტერესებთ საკუთარი ქონება და ფუფუნება", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

ბაკურიანში, 6 ათასი კვადრატული ფართობის ტყე ღარიბაშვილის ცოლს 49 წლიანი იჯარით გადაეცა.  ხაბეიშვილის თქმით, მიწები კვლავ ბაკურიანის მოსახლეობას უნდა დაუბრუნდეს. ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რომ ისევ სახელმწიფოს დაუბრუნდეს ის ტერიტორია, რომელიც ღარიბაშვილმა ცოლს აჩუქა.  

TV pirveli

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →