—

დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართა

62
დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართა
მოსასმენად დააჭირეთ

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს და დაამტკიცეს დღეს კომიტეტის სხდომაზე.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, გეგმა სამი ნაწილისგან შედგება, ესენია: საკანონმდებლო საქმიანობა, კომიტეტის მაკონტროლებელი საქმიანობა და პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება, რომლებიც სამოქმედო გეგმაში ბლოკებადაა წარმოდგენილი.

კომიტეტის თავმჯდომარემ მოუწოდა ოპოზიციონერ კოლეგებს საკუთარი არჩევანის მიხედვით აქტიურად ჩაერთონ ყველა ამ საქმიანობაში. „ჩვენ, უმრავლესობის დეპუტატებს ერთმანეთთან გვქონდა კონსულტაცია, გადავნაწილდით საქმიანობების მიხედვით და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც თუ რომელიმე მიმართულებით ჩართულობის სურვილი გაქვთ, თქვენი არჩევანის მიხედვით შეგიძლიათ დააფიქსიროთ და რომელიმე ბლოკის ან ცალკეული კომპონენტის მიხედვით იყოთ ჩართულები ამ აქტივობებში“, -განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სხდომის მიმდინარეობისას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დააფიქსირეს საკუთარი ინტერესები სხვადასხვა აქტივობაში ჩართვასთან დაკავშირებით, რაც შესაბამისად აისახა სამოქმედო გეგმაში, რომელიც კომიტეტმა კენჭისყრით დაამტკიცა.

დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, ოპოზიციის კვოტით წარდგენილ პაატა მანჯგალაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →