—

ალუდა ღუდუშაური - ჩვენ ვერ ავყვებით ანგაჟირებულ პოლიტიკოსებს - მათ არ ანაღვლებთ არც უკრაინა და არც უკრაინელი ხალხი, მათი მიზანია, საზოგადოებას თავი შეახსენონ, როგორც პოლიტიკურმა „კლოუნებმა“

14
ალუდა ღუდუშაური - ჩვენ ვერ ავყვებით ანგაჟირებულ პოლიტიკოსებს - მათ არ ანაღვლებთ არც უკრაინა და არც უკრაინელი ხალხი, მათი მიზანია, საზოგადოებას თავი შეახსენონ, როგორც პოლიტიკურმა „კლოუნებმა“
მოსასმენად დააჭირეთ

ამ ადამიანებს არ ანაღვლებს არც უკრაინა და არც უკრაინელი ხალხი - მათი მთავარი მიზანია, საზოგადოებას თავი შეახსენონ, როგორც პოლიტიკურმა „კლოუნებმა“, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური მმართველი…

ამ ადამიანებს არ ანაღვლებს არც უკრაინა და არც უკრაინელი ხალხი - მათი მთავარი მიზანია, საზოგადოებას თავი შეახსენონ, როგორც პოლიტიკურმა „კლოუნებმა“, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებულ კრიტიკას.

ღუდუშაური თქმით, დრო და სივრცე დარჩენილია იმისთვის, რომ რეზოლუციის პროექტზე პოზიციების შეჯერება და ერთიანი რეზოლუციის მიღება მოხერხდეს.

რაც შეეხება "დროას" მიერ შეთავაზებულ უკრაინის მხარდამჭერ პეტიციას, როგორც ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა კეკლუცობის კლასიკური ნიმუშია.

"ჩვენ ვერ ავყვებით ანგაჟირებულ პოლიტიკოსებსა და ამ პოლიტიკოსების მიერ მართულ ხალხს. ქვეყნის მართვაში ხელისუფლების პასუხიმგებლობა განუზომლად დიდია. ქვეყანას პასუხისმგებლობით სავსე პოლიტიკური ძალა მართავს. ამიტომ ვერ მივიღებთ კრიტიკას იმ ადამიანებისგან, ვინც ან ვერ ერკვევა საკითხში ან იმ ხალხის მიერ არის მართული, ვისი რეზოლუციებიც და დაკარგული ტერიტორიებიც კარგად გვახსოვს. საქართველოს ხელისუფლება გონივრულ და პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს იმისკენ, რომ გამოხატული იყოს უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა", - განაცხადა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →