—

ამირან გამყრელიძე ვადაგახანგრძლივებულ „ფაიზერზე“ – არაფერი ვადაგასული არ არის, ის ვადიანია და თითქმის 95-97%-იანი დამცველობით უნარი აქვს

31
ამირან გამყრელიძე ვადაგახანგრძლივებულ „ფაიზერზე“ – არაფერი ვადაგასული არ არის, ის ვადიანია და თითქმის 95-97%-იანი დამცველობით უნარი აქვს
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ვადაგახანგრძლივებულ „ფაიზერის“ ვაქცინას დამცველობითი უნარი დაბალი არ აქვს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ვადაგახანგრძლივებულ „ფაიზერის“ ვაქცინას დამცველობითი უნარი დაბალი არ აქვს.

როგორც მან განაცხადა, ქვეყანაში არსებული „ფაიზერის“ ვაქცინა „ძალიან კარგად იცავს“ ვირუსისგან ადამიანს და მას თითქმის 95-97%-იანი დამცველობით უნარი აქვს.

„ფაიზერის“ ვადა, რომელიც პირველ ეტაპზე 6 თვით იყო განსაზღვრული, თავად ამ კომპანიამ ძალიან ბევრი კვლევის შედეგად გაახანგრძლივა 6-დან 9 თვემდე, ამიტომ ვადაგასული ქვეყანაში არაფერია. მეც ამ ვაქცინით ვარ აცრილი, ჩემი ოჯახის წევრებიც, თანამშრომლებიც, ამიტომ ნუ არის მოარული მოსაზრებები, რომ წამალი ვადაგასულია! როგორ შეიძლება სახელმწიფომ მოსახლეობას ვადაგასული წამალი და ვაქცინა შესთავაზოს? არაფერი ვადაგასული არ არის, ის ვადიანია და კარგადაც მუშაობს. ამიტომ ყველას ვთხოვ, მივიდნენ და აიცრან, გაიკეთონ „ბუსტერი“. შემიძლია გითხრათ, რომ ისევ მაღალი დაცვა აქვს ნამდვილად. სამინისტრო ახალი პარტიის შემოტანის საკითხზეც მუშაობს. ამ დროისთვის საკმარისი რაოდენობა გვაქვს - 500 ათასი დოზა „ფაიზერი“ და 700 ათასი დოზა „სინოფარმი“, ასევე სინოვაკიც“, - განაცხადა გამყრელიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →