—

თუ რუსეთმა უკრაინაში გეგმის განხორციელება დაიწყო, სამეგრელოში სამხედრო რეიდებსაც აპირებს - მიხეილ სააკაშვილი

26
თუ რუსეთმა უკრაინაში გეგმის განხორციელება დაიწყო, სამეგრელოში სამხედრო რეიდებსაც აპირებს - მიხეილ სააკაშვილი
მოსასმენად დააჭირეთ

ჩემი ინფორმაციით, თუ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი გეგმის განხორციელება დაიწყო, იმავე დღეებში ანაკლიის დაკავებასა და სამეგრელოში სამხედრო რეიდებს აპირებს - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი თავის ახალ გზავნილში…

ჩემი ინფორმაციით, თუ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი გეგმის განხორციელება დაიწყო, იმავე დღეებში ანაკლიის დაკავებასა და სამეგრელოში სამხედრო რეიდებს აპირებს - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი თავის ახალ გზავნილში საუბრობს, რომელიც მის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. 

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის უახლოესი სამხედრო გეგმების შესახებ ინფორმაცია მას ამერიკაში ყოფნისას სანდო წყარომ მიაწოდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინფორმაციით, ანალოგიური მიზნები რუსეთს 2009 წელსაც ჰქონდა, თუმცა, მაშინ ვიცე პრეზიდენტ ბაიდენის დახმარებით ეს გეგმა ოფიციალურ კრემლს ჩაეშალა.

ჩემი ინფორმაციით, თუ რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი გეგმის განხორციელება, ის იმავე დღეებში ანაკლიის დაკავებასა და ასევე, სამეგრელოში უფრო ღრმად, სამხედრო რეიდებს აპირებს. მათ შორის ფოთის პორტში, რათა დასავლეთს გადაუკეტოს ჩვენი პორტების ახლა გამოყენებისა და მომავალში ანაკლია/ლაზიკა პორტის მშენებლობა. 
ამ სცენარზე ამერიკაში ბოლო ჩასვლისას, ძალიან ინფორმირებული წყარო მესაუბრა. უფრო მეტიც, პენტაგონში, ლუიზიანას შტატში ჩატარებული სწავლებების დროს ანაკლიის დაცვის სცენარი გავლილი აქვთ სამხედრო ბრიგადის დონეზე. 
არამგონია, რომ ეს კლეპტოკრატიული ხელისუფლება არ იყოს საქმის კურსში, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ყურსაც არ იბერტყავენ. რაც არ უნდა ჩუმად იყვნენ, რუსეთი მაინც გააკეთებს იმას, რაც დაგეგმა. დღეს რომ იქ უკვე პორტი იდგას, რომლის აშენებასაც 2013 წლის ბოლომდე ვგეგმავდით და ქალაქი იყოს გაშენებული, ბევრად უფრო გაუჭირდებოდათ ანექსია და ახლა პრაქტიკულად მიტოვებულ ადგილს მიუერთებენ ოკუპაციის ზონას ისე, რომ დანარჩენი მსოფლიო ვერც მიხვდება, რატომ ვჯავრობთ რამდენიმე კილომეტრზე, რომელსაც მაინც ვერ ვიყენებთ. 
სხვათაშორის, რუსებს ეს გეგმა 2009 წელსაც ჰქონდათ და მაშინ ეს თავიდან ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ჩარევით ავიცილეთ
. - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

TV pirveli

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →