—

საბჭოს მივმართავთ წინადადებით, თებერვლიდან უსიმპტომო პირების ტესტირება შევაჩეროთ - გამყრელიძე

32
საბჭოს მივმართავთ წინადადებით, თებერვლიდან უსიმპტომო პირების ტესტირება შევაჩეროთ - გამყრელიძე
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის, განცხადებით, ის საკოორდინაციო საბჭოს მიმართავს, თებერვლიდან დროები, უსიმპტომო პირების ტესტირება შეჩერდეს.

ამ ეტაპზე უსიმპტომო ადამიანების ტესტირებას და კონტაქტებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მინდა, მოსახლეობას ვთხოვო, ნუ გადავტვირთავთ ლაბორატორიებს. იცით, როგორი რიგებია. აქედან გამომდინარე, თუ უსიმპტომო ადამიანი არის კონტაქტირებული, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფეისბუქგვერდზე ​დიაგრამის სტილში ძალიან კარგად არის წარმოდგენილი, რა უნდა გააკეთოთ. რვა დღე უნდა იყოთ სახლში.

საკოორდინაციო საბჭოზე დღეს შევედით წინადადებით, რომ პირველი თებერვლიდან, დროებით, გარკვეული პერიოდით შევაჩეროთ უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება, გარდა სამედიცინო პერსონალისა, რადგან ძირითადად გადავერთოთ მხოლოდ სიმპტომებიან ადამიანებზე. სიმპტომებიანი ადამიანები სასურველია, გაიტესტონ. დადასტურდეს, რომ არის ინფექცია და შესაბამისად, შემდეგ იმოქმედონ იმ ალგორითმით, რომელიც დღეს დადგენილია“, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

TV pirveli

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →