—

ნაცემი ახალგაზრდები ბათუმში - მხილებულია კიდევ 7 პოლიციელი

27
ნაცემი ახალგაზრდები ბათუმში - მხილებულია კიდევ 7 პოლიციელი
მოსასმენად დააჭირეთ

პოლიციელებს ძალადობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ამხელენ. ბათუმში 7 პოლიციელს ძალადობაში ადანაშაულებენ. გიორგი არობელიძე და რატი რატიანი ამბობენ, რომ მათ პოლიციის განყოფილებაში სცემეს. შემთხვევა გასული წლის 17 დეკემბერს…

პოლიციელებს ძალადობაში  მთელი ქვეყნის მასშტაბით ამხელენ. ბათუმში 7 პოლიციელს ძალადობაში ადანაშაულებენ. გიორგი არობელიძე და რატი რატიანი ამბობენ, რომ მათ  პოლიციის განყოფილებაში სცემეს.   შემთხვევა გასული წლის 17 დეკემბერს მოხდა, თუმცა პოლიციელების მხრიდან სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება არ ჩატარებულა. არობელიძის თქმით, ისინი პოლიციის განყოფილებაში მას შემდეგ მოხვდნენ, რაც პოლიციელების მიერ ძალადობის ფაქტს ქუჩაში შემთხვევით შეესწრნენ და გააპროტესტეს. 

შევესწარით ჩხუბს, რაზეც პოლიცია მოვიდა და ჩემი აღქმით, ის ადამიანი წაიყვანა განყოფილებისკენ, რომელსაც არ ეკუთვნოდა. უგონოდ მთვრალ ადამიანს 5 თუ 7 თუ მეტი პოლციიელი უწყებს რტყმას,ეს ადამიანი დაასისხლიანეს. მეც გავხდი ამ პოლიციელების ამ ფიზიკური აგრესიის მსხვერპლი. გაშლილ ხელს მირტყამდნენ თავში, რაც ისეთ დაზიანებებს არ ტოვებს.  კომუნიკაცია იყო წინასწარი დაკავების იზოლატორში, რამდენიმე პოლიციელმა მითხრა ხო იცი რა უნდა ილაპარაკო სასამართლოზე თორემ მოგვიწევს აქ დაბრუნება", - ამბობს გიორგი არობელიძე.

სავარაუდო მოძალადეები ამ დრომდე ბათუმის პოლიციის მე-4 განყოფილებაში მუშაობენ. მოქალაქეები "ტვ პირველთან" საუბრობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პოლიციელები მოქალაქეებზე ძალადობენ.

TV Pirveli

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →