—

სამართალდამცავებმა შსს-სთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავეს

30
სამართალდამცავებმა შსს-სთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავეს
მოსასმენად დააჭირეთ

სამართალდამცავებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავეს.

ფერაძის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც მან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბოძებზე სტიკერების გაკვრა დაიწყო.

სამართალდამცავებმა აქტივისტებს რამდენჯერმე მოუწოდეს სტიკერები არ გაეკრათ, რადგან, მათი განმარტებით, ეს ქალაქის იერსახეს ამახინჯებდა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკური პარტიების ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ცოტა ხნის წინ სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.

აქციის მონაწილეები სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სტიკერების - "არა მილიციას!” დაკვრას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეები მეტროსადგურ ისანში მომხდარ ფაქტს აპროტესტებენ, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი არასრულწლოვან შშმ პირს ფიზიკურად გაუსწორდა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →