—

ლევან ხაბეიშვილი პროკურატურას მიმართავს

30
ლევან ხაბეიშვილი პროკურატურას მიმართავს
მოსასმენად დააჭირეთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილმა ვარკეთილის ცენტრში, სარეკრეაციო ზონაში 8-სართულიანი კორპუსი უკანონოდ ააშენა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილმა ვარკეთილის ცენტრში, სარეკრეაციო ზონაში 8-სართულიანი კორპუსი უკანონოდ ააშენა.

ლევან ხაბეიშვილი გენერალური პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას, მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელის დასჯას და თბილისის მერის კახა კალაძის გამოკითხვას მოითხოვს.

„ვარკეთილის ცენტრში, სარეკრეაციო ზონაში 8-სართულიანი კორპუსი უკანონოდ ააშენეს. მერიის 2019 წლის დოკუმენტებიდან ვკითხულობთ, რომ ეს სარეკრეაციო ზონაა და მხოლოდ ბულვარის ან სკვერის მოწყობა შეიძლება. არანაირი ნებართვა არ გაუციათ, მაგრამ იმიტომ, რომ გიორგი შინჯიკაშვილი არის ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე მან და მისმა ბიზნეს პარტნიორმა რვასართულიანი შენობა ააშენეს. ახლა, როდესაც ამ განცხადებას ვაკეთებ აფრიკის დასახლებაში აწიოკებენ ადამიანებს, ზამთარში დაუნგრიეს ერთადერთი თავშესაფარი სახლი, მაგრამ თუ „ოცნების“ თანამდებობის პირი ხარ, მაშინ შეგიძლია სარეკრეაციო ზონაში 8- სართულიანი კორპუსი ააშენო. ამ კორპუსის მშენებლობიდან 5 მილიონი ლარი მოიგო ამ თანამდებობის პირმა.

მოვითხოვთ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის დასჯას და პროკურატურას მოვუწოდებ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება. სასწრაფოდ უნდა მოხდეს კახა კალაძის მინიმუმ დაკითხვა, როგორ მოხდა, რომ მისი სამსახურიდან ვერცერთმა ვერ აღმოაჩინა 8-სართულიან კორპუსის მშენებლობა. სამშენებლო ნებართვის გარეშე იუსტიციის სახლს არ აქვს უფლება ადამიანებს დაუმტკიცოს ქონება და სახლები, თეა წულუკიანმა გასცა საკუთრების უფლება, ამიტომ ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანია გამოძიება და ვაპირებ პირადად მივმართო პროკურატურას. მნიშვნელოვანია მშენებელსაც დამკვეთსაც და ხელისმომწერსაც მოეთხოვოს პასუხი ამ უკანონო კორპუსის მშენებლობაზე. ამის დემონტაჟი რომ ვერ მოხდება ცხადია, მაგრამ ბიუჯეტშია მილიონები დასაბრუნებელი და თანამდებობის პირები დასასჯელები“, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →