—

თეონა აქუბარდია - მნიშვნელოვანია, პარლამენტმა ერთობლივად შევძლოთ როგორც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის ინიცირება, ასევე მისი მიღება

32
თეონა აქუბარდია - მნიშვნელოვანია, პარლამენტმა ერთობლივად შევძლოთ როგორც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის ინიცირება, ასევე მისი მიღება
მოსასმენად დააჭირეთ

მნიშვნელოვანია, პარლამენტმა ერთობლივად შევძლოთ როგორც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის ინიცირება, ასევე მისი მიღება - ვითხოვთ „ქართულ ოცნებასთან“კონსულტაციებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა…

მნიშვნელოვანია, პარლამენტმა ერთობლივად შევძლოთ როგორც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის ინიცირება, ასევე მისი მიღება - ვითხოვთ „ქართულ ოცნებასთან“კონსულტაციებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას აქვს კონკრეტული ინიციატივები, რის განხორციელებასაც სთავაზობენ პარლამენტს უკრაინის მხარდასაჭერად.

„დღეს დავასრულეთ კონსულტაციები ოპოზიციურმა ძალებმა პარლამენტში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია პარლამენტმა ერთობლივად შევძლოთ, როგორც პროექტის ინიცირება, ასევე დაუყონებლივ შემდგომ სასესიო კვირას მოხდეს ამ რეზოლუციის ერთობლივი მხარდაჭერის გზით დასრულება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები, მათ შორის ვითხოვთ "ქართულ ოცნებასთან" კონსულტაციებს, რადგან აუცილებელია ამ ვითარებაში გვქონდეს ერთიანი პოზიცია უკრაინის მხარდაჭერაზე, გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, რაც საპარლამენტო დონეზე შეიძლება გავაკეთოთ უკრაინის მხარდასაჭერად", - განაცხადა აქუბარდიამ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →