—

დავით მათიკაშვილის განცხადებით, თუკი ოპოზიციას ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით „ჯანსაღი მოლაპარაკების“ სურვილი აქვს, მმართველი გუნდი ამისთვის მზად არის

39
დავით მათიკაშვილის განცხადებით, თუკი ოპოზიციას ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით „ჯანსაღი მოლაპარაკების“ სურვილი აქვს, მმართველი გუნდი ამისთვის მზად არის
მოსასმენად დააჭირეთ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, თუკი ოპოზიციას ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით „ჯანსაღი მოლაპარაკების“ სურვილი აქვს, მმართველი გუნდი…

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, თუკი ოპოზიციას ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით „ჯანსაღი მოლაპარაკების“ სურვილი აქვს, მმართველი გუნდი ამისთვის მზად არის.

მათიკაშვილი იმისაც ამბობს, რომ წინა გამოცდილების გათვალისწინებით, თავად ოპოზიციის მხრიდან არ გამოთქმულა მმართველ პარტიასთან შეთანხმების სურვილი.

“გვაქვს სრული მზაობა, ეს მნიშვნელოვანი საკითხი ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად განვიხილოთ. ვისაც დიალოგის სურვილი აქვს, რათა ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევა, ერთიანი ჩამოყალიბებული პოზიციით მოვახერხოთ, ცხადია, ამაზე მმართველი გუნდი სრულ მზაობას აცხადებს, თუმცა გვაქვს გამოცდილება, როდესაც ოპოზიცია პარლამენტში წარდგენილი კანდიდატების წინააღმდეგ ერთადერთ არგუმენტად მათ საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობას ასახელებდა და მათ პროფესიულ გამოცდილებას უწუნებდა. ეს არგუმენტი კრიტიკას ვერ უძლებს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის პროცესი იწყება. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე ორი კანდიდატი - გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე წარუდგინა. ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე კი წარდგენილია - ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურები.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →