—

"უკრაინა და საქართველო რუსეთის გარეშე" - უკრაინის საელჩოსთან აქცია მიმდინარეობს

37
"უკრაინა და საქართველო რუსეთის გარეშე" - უკრაინის საელჩოსთან აქცია მიმდინარეობს
მოსასმენად დააჭირეთ

"უკრაინა და საქართველო რუსეთის გარეშე" - უკრაინის საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილები. ისინი მეგობარ ქვეყანას…

"უკრაინა და საქართველო რუსეთის გარეშე" - უკრაინის საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილები. ისინი მეგობარ ქვეყანას სოლიდარობას უცხადებენ და რუსეთის მხრიდან ოკუპაციას აპროტესტებენ.

აქციაზე სიტყვით უკრაინის საელჩოს წარმომადგენელიც გამოვიდა. შეკრებილებს უკრაინის და საქართელოს დროშები აქვთ გაშლილი. ცოტა ხნის წინ ისმოდა უკრაინის ჰიმნიც. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ როდესაც საქართველოს უჭირდა, უკრაინას მას გვერდით დაუდგა, ახლა კი ჯერი საქართელოზეა.

ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მთლიანად უკრაინას, ვეწინააღმდეგებით რუსეთს ოკუპაციას. მოვუწოდებ რუსეთს მთავრობას, თავი დაანებოს იარაღის ჭახუნს, კმარა უკვე!, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მოქალაქე. 

შეკრებილები სოლიდარობის აქციის გამართვას მომდევნო დღეებშიც აანონსებენ. 

TV Pirveli

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →