—

ლიზა იასკო - უნდა მივაღწიოთ სააკაშვილის გათავისუფლებას, გეგმა ეს არის

37
ლიზა იასკო - უნდა მივაღწიოთ სააკაშვილის გათავისუფლებას, გეგმა ეს არის
მოსასმენად დააჭირეთ

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სანახავად უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო მივიდა, თუმცა მას დაწესებულებაში შესვლის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევა.

როგორც იასკომ ჟურნალისტებთან განაცხადა, განუმარტეს, რომ მასზე ციხეში შესვლის ნებართვა გაცემული არ არის.

„ადრე რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის სანახავად შესვლაზე პრობლემა არასდროს შემქმნია. ახლა ჩამოვედი და მეუბნებიან, რომ ნებართვა გაცემული არ არის. უკრაინაში რამდენიმე საქმეა გამოძიებაში უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის წამებისა და მის მიმართ არასათანადო მოპყრობის თაობაზე“, - განაცხადა იასკომ.

რაც შეეხება ქართველი პარლამენტარების - ლევან ბეჟაშვილისა და თამარ კორძაიას უკრაინაში ვიზიტს, მისი თქმით, „ეს შეხვედრები ინფორმაციის გაცვლას ემსახურება იმისათვის, რომ ყველა საქმის კურსში იყოს, რა ხდება სინამდვილეში“.

„ვფიქრობ, ეს სწორია. უკრაინაში ახლა ძალიან ბევრი დელეგაცია იმყოფება ვითარებიდან გამომდინარე. უნდა მივაღწიოთ სააკაშვილის გათავისუფლებას, გეგმა ეს არის, მაგრამ ლოდინი და იმის დაშვება, რომ მას ფსიქოლოგიურად ან ფიზიკურად გაანადგურებენ, არაფრით შეიძლება, ეს არ არის ნორმალური“, - აცხადებს ლიზა იასკო.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →