—

თინა ბოკუჩავა - მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და უკრაინა აუცილებლად დაიცავს მის ინტერესებს

26
თინა ბოკუჩავა - მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და უკრაინა აუცილებლად დაიცავს მის ინტერესებს
მოსასმენად დააჭირეთ

მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, უკრაინა აუცილებლად დაიცავს მის ინტერესებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც…

მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, უკრაინა აუცილებლად დაიცავს მის ინტერესებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც თამარ კორძაიას და ლევან ბეჟაშვილის კიევში ვიზიტს გამოეხმაურა, რომელიც მესამე პრეზიდენტის საქმეზე უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს ემსახურება.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, პრეზიდენტ სააკაშვილს ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა, რაც თავისთავად სამარცხვინო ფაქტია.

„ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ჩვენსა და უკრაინულ მხარეს შორის. უკრაინა ზრუნავს თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვაზე ნებისმიერ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი, ქალბატონი დენისოვა, რომელიც რიგ შემთხვევებში პრეზიდენტ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს, აქტიურად არის ჩართული და ძალიან ღიად საუბრობს იმ უფლებრივ დარღვევებზე, რასაც ადგილი აქვს სააკაშვილის მიმართ. ამიტომაც, მნიშნელოვანია, რომ ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად მოხდეს უკრაინული მხარის ინფორმირება. ჩვენი კოლეგები არა მხოლოდ უკრაინის ომბუდსმენს, არამედ სხვადასხვა აქტორებს შეხვდებიან, რათა მაქსიმალურად გავცვალოთ ინფორმაცია“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →