—

დიდთოვლობის გამო აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს

29
დიდთოვლობის გამო აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს
მოსასმენად დააჭირეთ

აჭარაში უხვი ნალექის გამო, მაღალმთიან სოფლებსა და ბათუმში გადაადგილების პრობლემები შეიქმნა. ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სოფლების უმეტესობა ნალექის გამო ჩაკეტილია, ისინი დახმარებას ითხოვენ.

"გარესამყაროს ვართ მოწყვეტილი. გზები გასაწმენდია, სასწრაფო დახმარება ვერ მოდის. ვთხოვთ ადგილობრივ მთავრობას დროულად გაწმინდონ გზები",- აცხადებენ ხულოში მცხოვრებლები.

როგორც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მძიმე ტექნიკა მობილიზებულია და აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

„დიდთოვლობის გამო აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და ადამიანური რესურსი. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა 2 მეტრს გადააჭარბა. ხილვადობა შეზღუდულია და გართულებულია სამუშაოების წარმოება. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს ადმინისტრაციულ თემებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდას",- აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება ბათუმს, მერიაში აცხადებენ, რომ ბათუმში მთელი ღამის განმავლობაში თოვლის საფარისგან იწმინდებოდა გზები. "გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურად მიმდინარეობს. მობილიზებულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური" - აღნიშნეს მერიაში.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →