—

ახალგაზრდულ ცენტრში ალიანსის ორგანიზებით 20 იანვრის ტრაგედიის 32 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

38
ახალგაზრდულ ცენტრში ალიანსის ორგანიზებით 20 იანვრის ტრაგედიის 32 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
მოსასმენად დააჭირეთ

დღეს, 19 იანვარს, თბილისში 20 იანვარისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

InterPress.ge- ს ინფორმაციით, ღონისძიება ახალგაზრდული ცენტრი "ალიანსის" ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიება  ახალგაზრდული ცენტრის "ალიანსის"
თავმჯდომარის ლეილა ამრახოვას სიტყვითა გამოსვლით და აზერბაიჯანის ეროვნული ჰიმნით დაიწყო. შემდეგ კი 20 იანვრის გმირებს
წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ღონისძიებას საზოგადო მოღვაწეები, ცენტრის ახალგაზრდები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე  20 იანვრის მოვლენების ამსახველი ვიდეომასალა წარმოადგინეს. ახალგაზრდულ ცენტრის ალიანსის მოსწავლეებმა  პატრიოტიზმზე ლექსები
 წაიკითხეს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ცენტრის თავმჯდომარე ლეილა ამრახოვა, აღმასრულებელი დირექტორი რენა ჰუსეინოვა, ცენტრის იურისტი ალი ბადიროვი, საქართველოში აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ორხან პირვერდიევი და სხვები.

ინტერვიუს დროს ლეილა ამრაჰოვამ 20 იანვრის ტრაგედიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. იგი ასევე შეეხო საქართველოში 1989 წლის 9 აპრილის ხოცვა-ჟღლეტას.

ამასთან, 20 იანვრის მნიშვნელობაზე ადვოკატმა ალი ბადიროვმაც ისაუბრა.

ღონისძიებაზე ადვოკატმა ლევან ჩალუგელაშვილმა InterPress.ge-სთან ინტერვიუში 20 იანვრის შთაბეჭდილებები გააზიარა. მან ასევე აღნიშნა, რომ ორ ერს საერთო ტკივილი აქვს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →