—

კელი დეგნანი - ჟურნალისტების უსაფრთხოება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი

41
კელი დეგნანი - ჟურნალისტების უსაფრთხოება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი
მოსასმენად დააჭირეთ

ჟურნალისტების უსაფრთხოება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. მათ უნდა ჰქონდეთ საკუთარი საქმიანობის განხორციელების საშუალება უსაფრთხოდ, შიშის, დაშინებისა და შევიწროების გარეშე, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი…

ჟურნალისტების უსაფრთხოება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. მათ უნდა ჰქონდეთ საკუთარი საქმიანობის განხორციელების საშუალება უსაფრთხოდ, შიშის, დაშინებისა და შევიწროების გარეშე, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

კითხვაზე, რას ფიქრობდა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მკვლელობისთვის საქართველოში ჩამოსული პირები ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააპარა, ელჩმა უპასუხა, რომ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა უმნიშვნელოვანესი საკითხია.

„ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. როგორც ვიცი, ბატონმა გვარამიამ ამ საკითხზე ისაუბრა უსაფრთხოების სამსახურთან და იმედი მაქვს, რომ სერიოზულად მიიღებენ.

ჟურნალისტების უსაფრთხოება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. მათ უნდა ჰქონდეთ საკუთარი საქმიანობის განხორციელების საშუალება უსაფრთხოდ, შიშის, დაშინებისა და შევიწროების გარეშე. ფუნდამენტური საკითხი არის ის, რომ ჟურნალისტები ასრულებენ ძალიან მნიშვნელოვან როლს ნებისმიერ დემოკრატიაში და იმედი მაქვს საქართველოში მათი უფლებები დაცული იქნება", - აღნიშნა ელჩმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →