—

ამირან გამყრელიძე - პატივს ვცემ ინფექციონისტებს, რომელთაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, მაგრამ ვერ დავეთანხმები

26
ამირან გამყრელიძე - პატივს ვცემ ინფექციონისტებს, რომელთაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, მაგრამ ვერ დავეთანხმები
მოსასმენად დააჭირეთ

პატივს ვცემ ინფექციონისტებს, რომელთაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, ვიცნობ მათ და ისინი პროფესიონალები არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები. თერმოსკრინინგს ნუ შევაჩერებთ, ამ ეტაპზე უნდა იყოს, - ამის შესახებ…

პატივს ვცემ ინფექციონისტებს, რომელთაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, ვიცნობ მათ და ისინი პროფესიონალები არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები. თერმოსკრინინგს ნუ შევაჩერებთ, ამ ეტაპზე უნდა იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში სავალდებულო თერმოსკრინინგი არის წესრიგის ერთ-ერთი ინდიკატორი.

„შეიძლება დაინფიცირებულ ადამიანს არ ჰქონდეს ტემპერატურა, მაგრამ თერმოსკრინინგი გახდა ჩვენი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების წესრიგის გამოხატულების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი. ადამიანი რომ შედის დაწესებულებაში და იცის, რომ გაუზომავენ ტემპერატურას, ის აუცილებლად გაიკეთებს პირბადეს. ის მოემზადება და თუ მას ჰქონდა რაიმე ნიშნები, არ შევა ამ დაწესებულებაში, იქნება ეს მაღაზია თუ რაიმე სხვა ტიპის სავაჭრო ობიექტი ან ნებისმიერი სხვა“, - განმარტა გამყრელიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →