—

თამარ გაბუნია - სკოლებს მაქსიმალურად უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ საკლასო გარემოში გააგრძელონ ფუნქციონირება

23
თამარ გაბუნია - სკოლებს მაქსიმალურად უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ საკლასო გარემოში გააგრძელონ ფუნქციონირება
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის და ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია კვლავაც არის უცვლელი, რომ სკოლებს მაქსიმალურად უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ საკლასო გარემოში გააგრძელონ ფუნქციონირება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის…

დაავადებათა კონტროლის და ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია კვლავაც არის უცვლელი, რომ სკოლებს მაქსიმალურად უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ საკლასო გარემოში გააგრძელონ ფუნქციონირება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გაბუნიამ განმარტა, ამ კუთხით სკოლების მზაობა საკმაოდ მაღალია, რადგან მათ უკვე გაიარეს პანდემიური ტალღის არაერთი ეტაპი.

„ისინი ადაპტირებული არიან იმ პროტოკოლზე, რომელიც საჭიროა ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის შემთხვევაში. სკოლების უმრავლესობას ძალიან მარტივად შეუძლია გამოიყენოს მოქნილი მექანიზმი დისტანციური სწავლების ამოქმედებისთვისაც. ბავშვებს და მშობლებს სთავაზობენ, რომ მათ აირჩიონ, რომელი ურჩევნიათ და ამ კუთხით ეს ქმნის მნიშვნელოვან გარანტიებს. ასევე მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესი - სკოლებში 70%-ს აღემატება ვაქცინირებული პერსონალის რაოდენობა და ამ მიმართულებითაც მუშაობა გრძელდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →