—

ვინ გააპარა ქვეყნიდან ქილერები - სუს-ის მაღალჩინოსანი "პირველებს" დაემალა

72
ვინ გააპარა ქვეყნიდან ქილერები - სუს-ის მაღალჩინოსანი "პირველებს" დაემალა
მოსასმენად დააჭირეთ

რა კავშირი აქვ სუს-ს რუსეთის "ფსბ"-თან და ვინ იყო ადამიანი, ვინც ნიკა გვარამიას მოსაკლავად ჩამოსული ქილერები ქვეყნიდან გააპარა - "პირველებმა" პასუხების მიღება სუსის კონტრ ტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელისგან სცადა…

რა კავშირი აქვ სუს-ს რუსეთის "ფსბ"-თან  და ვინ იყო ადამიანი, ვინც ნიკა გვარამიას მოსაკლავად ჩამოსული ქილერები ქვეყნიდან გააპარა - "პირველებმა"  პასუხების მიღება სუსის კონტრ ტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელისგან სცადა. ალექსანდრე მაისურაძემ მასთან სახლში მისულ ჟურნალისტს კარი არ გაუღო და არც კარს მიღმა დასმულ შეკითხვებს უპასუხა. 

რუსეთიდან ნიკა გვარამიას მოსაკლავად ჩამოსული ქილერების ჯგუფი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა არ დააკავა და რუსეთის საზღვრამდე გააცილა. სკანდალური სტატია გამოცემა cnews-მა გაავრცელა. 

ჟურნალისტებმა  იმ ადამიანების პასპორტის ასლები მოიპოვეს, ვინც საქართველოს ტერიტორიეაზე რუსულმა სპეცსამსახურებმა ნიკა გვარამიას ლიკვიდაციის მიზნით გამოაგზავნეს. მკვლელობის მთავარ დამკვეთად რამზან კადიროვი სახელდება თავად შემსრულებლები კი არტურ გატაევი, სლავა გაგიევი და არტურ გულიევი არიან. სამივე მათგანი რუსეთის მოქალაქეა. 

გამაოგნებელი ამბის კვალი სუსის კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელამდე, ალექსანდრე მაისურაძემდე მიდის. არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სასმახურს რუსულ "ფსბ"-თან პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა, რის შემდეგაც ალექსანდრე მასიურაძემ საქართველოდან ქილერების მშვიდობიანად გაცილების გადაწყვეტილება მიიღო.

TV Pirveli

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →