—

გიორგი სააკაშვილი - მიხეილ სააკაშვილი ზოგჯერ უძილობას უჩივის - მთხოვეს, რომ წამლები გადამეცა

31
გიორგი სააკაშვილი - მიხეილ სააკაშვილი ზოგჯერ უძილობას უჩივის - მთხოვეს, რომ წამლები გადამეცა
მოსასმენად დააჭირეთ

სასამართლო პროცესზე, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი, ვიზუალურად არ მომეწონა მიხეილ სააკაშვილი ს მდგომარეობა - თქვა, რომ სასამართლო პროცესზე საკმაოდ მაღალი წნევა ჰქონდა, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ…

სასამართლო პროცესზე, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი, ვიზუალურად არ მომეწონა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა - თქვა, რომ სასამართლო პროცესზე საკმაოდ მაღალი წნევა ჰქონდა, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს მიხეილ სააკაშვილი თავს უკეთ გრძნობს.

როგორც გიორგი სააკაშვილმა აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტი უძილობას უჩივის და საპატიმროში მედიკამენტები მიუტანა.

„როგორც იქნა მომეცა შესაძლებლობა, რომ შევსულიყავი რუსთავის ციხეში, პირადად მენახა ჩემი ძმის მდგომარეობა. სიმართლე, რომ გითხრათ, სასამართლო პროცესზე, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი, ვიზუალურად არ მომეწონა მისი მდგომარეობა. დღეს ბევრად უკეთ იყო. თქვა, რომ სასამართლო პროცესზე საკმაოდ მაღალი წნევა ჰქონდა, უბრალოდ გადაწყვეტილი ჰქონდა სიტყვით მიემართა ხალხისთვის და როგორც თვითონ აღნიშნა, გამოეყენებინა ტრიბუნის სახით.

რაღაც წამლები სჭირდებოდა. ზოგჯერ უჩივის უძილობას, მთხოვეს, რომ წამლები გადამეცა. ძალიან რთულია, როდესაც მიხეილ სააკაშვილს სურს ნიკოლოზ ყიფშიძესთან შეხვედრა და გაუგონარი მიზეზებით ამაზე ახსნა არ გვაქვს, მაგრამ იმედი მაქვს, მალე მიეცემათ ექიმებს საშუალება, რომ დაელაპარაკონ“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →