—

"მიშას სექტორი” იუსტიციის სამინისტროსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს

27
"მიშას სექტორი” იუსტიციის სამინისტროსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს
მოსასმენად დააჭირეთ

იუსტიციის სამინისტროსთან საინიციატივო ჯგუფის - "მიშას სექტორის" აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები იუსტიციის მინისტრ, რატი ბრეგაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

იუსტიციის სამინისტროსთან საინიციატივო ჯგუფის - "მიშას სექტორის" აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები იუსტიციის მინისტრ, რატი ბრეგაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. ამასთან, აღნიშნავენ, რომ მათთვის უცნობია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან მის მოსანახულებლად პირად ექიმს და კონსილიუმის წევრებს არ უშვებენ.

აქციის მონაწილეები იუსტიციის მინისტრს ორ დღიან ვადას აძლევენ. კერძოდ, ისინი აღნიშნავენ, რომ თუ ორი დღის განმავლობაში სააკაშვილთან პირად ექიმს და ოჯახის წევრებს მოსანახულებლად შესვლის უფლებას არ მისცემენ, ისინი პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერი წარწერით: "თავისუფლება მიშას". იუსტიციის სამინისტროსთან მობილიზებულია პოლიცია.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →