—

ირაკლი ღარიბაშვილმა ფარმაცევტული ბაზრის მიმართულებით რიგ კანონში ცვლილებების განხორციელების მიზნით, ჯანდაცვის მინისტრს სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა

31
ირაკლი ღარიბაშვილმა ფარმაცევტული ბაზრის მიმართულებით რიგ კანონში ცვლილებების განხორციელების მიზნით, ჯანდაცვის მინისტრს სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს სამუშაო ჯგუფის შექმნა სთხოვა, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლების თანამონაწილეობით, რათა ფარმაცევტული ბაზრის…

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს სამუშაო ჯგუფის შექმნა სთხოვა, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლების თანამონაწილეობით, რათა ფარმაცევტული ბაზრის მიმართულებით რიგ კანონებში ცვლილებები განხორციელდეს.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კონკურენციის სააგენტომ უკვე დაასრულა ფარმაცევტული ბაზრის კვლევაზე მუშაობა და შესაბამისი რეკომენდაციები პარლამენტსა და მთავრობას გაეგზავნა.

„დაპირებისამებრ, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მუშაობა ფარმაცევტული ბაზრის კვლევაზე, ჩავატარეთ მონიტორინგი, შესაბამისად, რეკომენდაციები გაეგზავნა პარლამენტს, მთავრობას. მე ახლა მინდა, ვთხოვო ჯანდაცვის მინისტრს, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ეთხოვოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლებს, რომ ერთობლივად დავიწოთ მუშაობა იმიტომ, რომ საჭირო იქნება რამდენიმე კანონში ცვლილებების განხორციელება და ეს კიდევ უფრო დაეხმარება და კიდევ უფრო გააიაფებს მედიკამენტებს ჩვენი მოლოდინით. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა უნდა უყოს, ერთი მხრივ, მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგი და მეორე მხრივ, ხარისხის კონტროლი, რაც არის აუცილებელი. ხარისხიანი მედიკამენტი უნდა მიეწოდოს ჩვენს მოსახლეობას, ეს არის ნომერ პირველი მოთხოვნა. ჩვენ ახლა აქტიურად დავიწყებთ მუშაობას, მინისტრი აზარაშვილი დაიწყებს მუშაობას ამ თემაზე და უახლოეს რამდენიმე კვირაში გვექნება შედეგები,“- განაცხადა ღარიბაშვილმა. (ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →