—

სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი - ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი უკრაინისთვის

24
სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი - ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი უკრაინისთვის
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინის სახელმწიფო იცავს თავისი მოქალაქის ინტერესებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ამისთვის ყველა ბერკეტს იყენებს, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის წამებაზე და გაურკვეველი ფსიქოტროპული წამლების მიღებაზე საქმე უკვე…

უკრაინის სახელმწიფო იცავს თავისი მოქალაქის ინტერესებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ამისთვის ყველა ბერკეტს იყენებს, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის წამებაზე და გაურკვეველი ფსიქოტროპული წამლების მიღებაზე საქმე უკვე აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა ვლადისლავ გრიშენკომ რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის შეფასებით, ინსპექტორის სამსახურის გაუქმება სააკაშვილის საქმესთან პირდაპირ კავშირშია და უკრაინისთვის მნიშვნელოვან სიგნალს წარმოადგენს.

,,სააკაშვილმა გადმოგვცა განცხადება მისი დაზარალებულად ცნობის თაობაზე და მხარე რომელიც დაზარალებულს წარმოადგენს აქტიურად განახორციელებს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს. ჩვენ გავოცდით როდესაც გავიგეთ,რომ საქალაქო სასამართლომ გააუქმა ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება, ეს ნიშნავს იმას, რომ დამოუკიდებელი უწყება დაიშალა და ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი უკრაინისთვის”, - აღნიშნა ადვოკატმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →