—

ადვოკატის განცხადებით, რუსთავის ციხეში გადაყვანის დღიდან სააკაშვილს პირად ექიმთან კონსულტაციის შესაძლებლობა არ მისცემია, რის გამოც პენიტენციური დაწესებულების წინააღმდეგ სამართლებრივ რეაგირებას აპირებენ

25
ადვოკატის განცხადებით, რუსთავის ციხეში გადაყვანის დღიდან სააკაშვილს პირად ექიმთან კონსულტაციის შესაძლებლობა არ მისცემია, რის გამოც პენიტენციური დაწესებულების წინააღმდეგ სამართლებრივ რეაგირებას აპირებენ
მოსასმენად დააჭირეთ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის ინფორმაციით, სააკაშვილს პირად ექიმთან კონსულტაციის შესაძლებლობა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის დღიდან არ მისცემია, რის გამოც პენიტენციური დაწესებულების…

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის ინფორმაციით, სააკაშვილს პირად ექიმთან კონსულტაციის შესაძლებლობა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის დღიდან არ მისცემია, რის გამოც პენიტენციური დაწესებულების წინააღმდეგ სამართლებრივ რეაგირებას აპირებენ.

ადვოკატის თქმით, ექიმების დაშვებასთან დაკავშირებით განცხადება არაერთხელ აქვთ ჩაბარებული, ასევე საჭიროა MRI კვლევის ჩატარება, რაზეც მოსაზრება არაერთ ექიმს აქვს დაფიქსირებული.

„პრეზიდენტ სააკაშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადმოყვანის შემდგომ არ მისცემია პირად ექიმთან კონსულტაციის საშუალება. ეს არის კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევა, მისი დაავადება დაკავშირებულია ნევროლოგიურ პრობლემებთან და მოითხოვს რეაგირებას სამედიცინო თვალსაზრისით. გასაკეთებელია მნიშვნელოვანი გამოკვლევები, რომელზეც დღემდე დუმს სასჯელაღსრულების სისტემა. ამიტომ დღეს ამ საკითხებს გავივლით პრეზიდენტ სააკაშვილთან და მომავალი კვირიდან დავიწყებთ სამართლებრივ რეაგირებას. განცხადება არაერთხელ ჩაბარებულია, მათ შორის 3 იანვარს ექიმების დაშვებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება MRI კვლევას, ამაზე მოსაზრება დაფიქსირებული აქვს არაერთ ექიმს, მათ შორის სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრებს”, - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →