—

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტები მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქცია-პერფორმანსს მართავენ

24
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტები მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქცია-პერფორმანსს მართავენ
მოსასმენად დააჭირეთ

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტები მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქცია-პერფორმანსს მართავენ.

მათ ადგილზე სახელმწიფო დროშები გაშალეს და აპირებენ, რომ სახელმწიფო დროშა მიხეილ სააკაშვილს საპატიმროში შეუგზავნონ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, გამოხატავენ სოლიდარობას მესამე პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც ეს ეროვნული სიმბოლიკა დაამტკიცა.

„სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტები შევიკრიბეთ, მოვედით ეროვნული დროშებით, რომელსაც სახელმწიფო დროშის სტატუსი მიანიჭა მიხეილ სააკაშვილმა. სოლიდარობას გამოვხატავთ მესამე პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც ეს ეროვნული სიმბოლიკა დაამტკიცა. პერფორმანსის დასასრულის სახით შევუგზავნით პრეზიდენტს ამ დროშას სამოქალაქო აქტივისტების და ახალგაზრდების სახელით”, - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →