—

"მომტაცებელი რომ ვყოფილიყავი სააკაშვილს კი არა, ივანიშვილს მოვიტაცებდი" - ელგუჯა ცომაია

50
"მომტაცებელი რომ ვყოფილიყავი სააკაშვილს კი არა, ივანიშვილს მოვიტაცებდი" - ელგუჯა ცომაია
მოსასმენად დააჭირეთ

საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე ბრალდებული ელგუჯა ცომაია ამბობს, რომ მაშინ როცა მიხეილ სააკაშვილის საქართველოს საზღვარზე გადმოყვანას დათანხმდა, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევდა.

პროცესზე ცომაიამ თქვა, რომ მესამე პრეზიდენტისთვის არც საკუთარი ბინის დათმობას ნანობს.

"თქვენც თვლით, რომ დამნაშავე ვარ და მეც ვფიქრობ, რომ დამნაშავე ვარ. მაგრამ როცა სააკაშვილის გადმოყვანას დავთანხმდი, არ ვთვლიდი, რომ დამნაშავე ვიყავი. მინდა, მადლობა გადავუდახო იმ ადამიანებს, ვინც მე ეს მანდო", - თქვა ელგუჯა ცომაიამ პროცესზე. 

პროცესზე პროკურორმა ცომაიას ჰკითხა, გაიტაცა თუ არა მან მიხეილ სააკაშვილი, რაზეც ბრალდებულმა ხუმრობით უპასუხა, რომ სააკაშვილის გატაცებას, ივანიშვილის გატაცებას ამჯობინებდა.

"თუ ასეთი მომტაცებელი ვიყავი, მიხეილ სააკაშვილს არ მოვიტაცებდი, ივანიშვილს მოვიტაცებდი, იმას აქვს ფული", - თქვა ცომაიამ.

ცნობისთვის, ელგუჯა ცომაია საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებითაა დაკავებული. 

სააკაშვილის დახმარებისთვის ბრალდებულები არიან გიორგი ნარიმანიძე და მამა-შვილი წოწორიები. 

Report.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →