—

უენდი შერმანი - ნატო-ში გაწევრიანების პროცესს კონკრეტული ეტაპები აქვს, უკრაინა ამ პროცესს გადის, რასაც დრო სჭირდება, დიდი სამუშაოა საჭირო, რათა ნატო-ს მაღალი სტანდარტები დაკმაყოფილდეს, იგივე ეხება საქართველოსაც

97
უენდი შერმანი - ნატო-ში გაწევრიანების პროცესს კონკრეტული ეტაპები აქვს, უკრაინა ამ პროცესს გადის, რასაც დრო სჭირდება, დიდი სამუშაოა საჭირო, რათა ნატო-ს მაღალი სტანდარტები დაკმაყოფილდეს, იგივე ეხება საქართველოსაც
მოსასმენად დააჭირეთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უენდი შერმანმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო ღიაა ყველასთვის და უკრაინა ერთ-ერთი ასეთი სახელმწიფოა, რომელსაც ძალიან…

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უენდი შერმანმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო ღიაა ყველასთვის და უკრაინა ერთ-ერთი ასეთი სახელმწიფოა, რომელსაც ძალიან სურს ალიანსში გაწევრიანება.

„ნატო-ში გაწევრიანების პროცესს თავისი მკაფიო ეტაპები აქვს. ეს არის MAP-ის პროცესი. ამ პროცესს კონკრეტული ეტაპები აქვს. უკრაინა ამ პროცესს გადის. ამას დრო სჭირდება. დიდი სამუშაოა საჭირო, რათა ნატო-ს მაღალი სტანდარტები დაკმაყოფილდეს. იგივე ეხება საქართველოსაც“, - განაცხადა უენდი შერმანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი გზა.

“დღეს მე კიდევ ერთხელ დავადასტურე საერთაშორისო სისტემისა და ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპები: ყველა ქვეყანას სუვერენული უფლება აქვს, თავად აირჩიოს საკუთარი გზა“, - განაცხადა მან.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →