—

მამუკა ხაზარაძე - როდის მუშაობდა სასამართლო გამართულად, რომ დღეს იმუშაოს?

23
მამუკა ხაზარაძე - როდის მუშაობდა სასამართლო გამართულად, რომ დღეს იმუშაოს?
მოსასმენად დააჭირეთ

ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის წარმატებისთვის, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა.

ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის წარმატებისთვის, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, წინასწარ ვერაფერს იტყვის იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისის საქალაქო სასამართლო მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალდების საქმეზე, რომელიც ე.წ. ფულის გათეთრებას ეხება.

„დაველოდოთ, რად გვინდა წინასწარ მკითხაობა. ნახევარი საათი დარჩა და მერე გეტყვით. როდის მუშაობდა სასამართლო გამართულად, რომ დღეს იმუშაოს? მე ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის წარმატებისთვის“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ბრალდებული პოლიტიკოსები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას პარტია „ლელოს“ ცენტრალურ ოფისში ელოდებიან. პარტიის ოფისში მივიდნენ სხვა პარტიების წარმომადგენლებიც.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →