—

"ვემზადებით მასშტაბური სახალხო გამოსვლებისთვის" - ხაბეიშვილი

23
"ვემზადებით მასშტაბური სახალხო გამოსვლებისთვის" - ხაბეიშვილი
მოსასმენად დააჭირეთ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია მასშტაბური სახალხო გამოსვლებისთვის ემზადება.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია მასშტაბური სახალხო გამოსვლებისთვის ემზადება.

მისივე თქმით, აქციების მიზანი რიგგარეშე ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა.

"მნიშვნელოვანია გავიაზროთ ერთი რამ - ქვეყნის მთავარი რეფორმატორი და ინვესტორი, რომელსაც შეუძლია მილიარდობით დოლარის ინვესტიციის მოტანა ქვეყანაში, ნაცვლად იმისა, რომ გამოვიყენოთ ჩვენი ხალხისთვის, რუსებს ჰყავთ ქართველების ხელით დატყვევებული.

პარტიის მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც იქნა გუშინ მიღებული პოლიტსაბჭოზე, არის ის, რომ იქნება რეგიონებში შეხვედრები და მობილიზება კონკრეტული თარიღისთვის, და ამასობაში რა თქმა უნდა, აქციები ყველა ქალაქსა თუ რეგიონში. იმიტომ რომ ელექტროენერგიის ფასი გაძვირდა, იმიტომ რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასი გაორმაგდა თბილისში, იმიტომ რომ საწვავი 3 ლარი ღირს და ძვირდება ყველაფერი, მათ შორის მედიკამენტები და პროდუქტები. ჩვენ ვემზადებით მასშტაბური სახალხო გამოსვლებისთვის ჩვენ ქვეყანაში, რომ მივაღწიოთ, რიგგარეშე ვადამდელ არჩევნებს", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

Report.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →